weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

2019 წელს კესელოს კოშკებს აღადგენენ

19:23 სამშაბათი, 04 სექტემბერი 2018

თუშეთში, ზემო ომალოში მდებარე კესელოს ციხე-სოფლის კომპლექსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების 2019 წლის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო პროგრამულ ნუსხაში შევა. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, მომავალ წელს ხუთი ჩამოშლილი კოშკი არქიტექტორ იოსებ ბანძელაძის მიერ 2001 წელს მომზადებული პროექტის საფუძველზე აღდგება.

ამ დროისთვის კესელოს მე-7 სამსართულიანი კოშკის რესტავრაცია მიმდინარეობს, რასაც ფონდი „კესელო“ ჰოლანდიელი და ქართველი ქველმოქმედების დახმარებით ახორციელებს.

პროექტი ტრადიციული თუშური არქიტექტურის მქონე კოშკების ფიქალის ქვის მშრალი წყობით აღდგენასა და ინტერიერის სართულშუა ხის გადახურვების მოწყობას მოიცავს. ეთნოგრაფ ნუგზარ იდოიძესთან ერთობლივად შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ, კესელოს ციხე-სოფელი თუშეთის კულტუროლოგიური ცენტრის ფუნქციასაც შეიძენს, რაც მის სამუზეუმო და საგამოფენო სივრცედ ქცევასაც გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]