ბერტ რეინოლდსმა კარიერა 50-იან წლებში დაიწყო, პოპულარობა კი 60-იან წლებში მოიპოვა სერიალებით - Gunsmoke (1962-65), Hawk (1966), Dan August (1970). ამის შემდეგ იყო მისი კარიერის საუკეთესო ფილმები, რომლებიც დღემდე საკულტო ფილმებად მიიჩნევა: Deliverance (1972), The Longest Yard (1974), Smokey and the Bandit (1977), Semi-Tough (1977), Hooper (1978), Smokey and the Bandit II (1980), The Cannonball Run (1981), The Best Little Whorehouse in Texas (1982).
ჰოლივუდის დიდების ხეივანში ბერტ რეინოლდსს ვარსკვლავი 1978 წელს გაუხსნეს.
მსახიობი, რომელიც ტრიუკებს თავად ასრულებდა და ამითაც გახდა პოპულარული, ოსკარზე ერთხელ წარადგინეს, მეორეხარისხოვანი როლით ფილმისათვის - Boogie Nights (1997), სულ კი მას სხვადასხვა დაჯილდოებებზე 20-ზე მეტი ნომინაცია და 10 ჯილდო აქვს მიღებული.