კონცერტი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში 16 სექტემბერს, 21:00 საათზე, ევროპის მოედანზე გაიმართება.
ქეთი მელუა ლონდონში ცხოვრობს. მუსიკალური კარიერის განმავლობაში მას 2003 წლიდან 8 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მისი კონცერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებით იმართება.