ირანის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა შაჰრან ქარამიმ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ განუმარტა, რომ იუსტიციის სამინისტრომ ბრძანება გასცა პიესის რეჟისორის მარიამ ქაზემისა და მენეჯერის, საედ ასადის დაპატიმრებაზე, 9 სექტემბრის საღამოს სოციალურ ქსელში გავრცელებული ტრეილერის გამო.
ქარამის თქმით, ტრეილერმა „გაუგებრობა“ გამოიწვია. სოციალურ მედიაში ნაჩვენებ ვიდეოზე მამაკაცი და ქალი ერთად ცეკვავენ, რაც კანონსაწინააღმდეგოდ ითვლება ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.
თეატრის დირექტორმა შექსპირის ფანტასტიკური რომანტიკული კომედია დაახასიათა, როგორც ცეკვის, სიმღერისა და კლასიკური თეატრის კომბინაცია.
ირანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თითოეულ ბრალდებულს გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს სახით 24 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა.