ღონისძიება 21:00 საათზე პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში გაიმართება. ერთი დღით ადრე კი, 20 სექტემბერს ტრიო The Tiger Lillies თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლ „ედგარ ალან პოს მოჯადოებული სასახლეს“ ითამაშებს.
1989 წელს სამი წევრისგან შემდგარი საკულტო მუსიკალური ჯგუფის შემოქმედება პანკ კაბარეს, საოპერო ჟანრს, ბოშური სიმღერებსა და სხვა ინსტრუმენტულ მიმდინარეობებს მოიცავს. ტრიომ საქართველოში აქამდეც გამართა რამდენიმე კონცერტი სხვადასხვა ღონისძიებების ფარგებში.