weather cur horoscope tv
სექტემბერი 23, 2019

ცნობილია „ემის“ დაჯილდოების გამარჯვებულები

11:33 სამშაბათი, 18 სექტემბერი 2018 hits 849

ლოს ანჯელესის მაიკროსოფტის თეატრში ამერიკული ტელეაკადემიის (ATAS) პრესტიჟული დაჯილდოება „ემის“ გადაცემის (Primetime Emmy Awards) რიგით 70-ე ცერემონია გაიმართა, სადაც ყველაზე მეტი - ხუთი ჯილდოს მოპოვება შეძლო კომედიურმა სერიალმა: The Marvelous Mrs. Maisel.

„ამაზონის“ კომედიურმა სერიალმა, რომელიც 50-იან წლების ნიუ იორკში ახალგაზრდა დიასახლისის შესახებ გვიამბობს, საუკეთესო კომედიურ სერიალად დასახელდა, საუკეთესო დრამატული სერიალის წოდება კი „სატახტოთა თამაშს“ ერგო. რაც შეეხებ საუკეთესო მინი-სერიალს, ამ ნომინაციაში გამარჯვებული „ამერიკული კრიმინალური ისტორიის“ მეორე ნაწილს, „ჯანი ვერსაჩეს მკვლელობა“ გახდა, რომელმაც დაჯილდოებაზე ჯამში 3 ჯილდოს აღება მოახერხა.

მთავარ ნომინაციებში გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

საუკეთესო დრამატული სერიალი - Game of Thrones (HBO)

საუკეთესო კომედიური სერიალი - The Marvelous Mrs. Maisel (Amazon)

საუკეთესო მინი-სერიალი - The Assassination of Gianni Versace: American Crime Story (FX)

საუკეთესო სერიული რეალითი-შოუ - RuPaul's Drag Race (VH1)

საუკეთესო სერიული თოქ-შოუ - გასული კვირის ღამე ჯონ ოლივერთან ერთად (HBO)

საუკეთესო სერიული კომედიური სკეტჩები - Saturday Night Live (NBC)

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი, დრამატული სერიალი - მეთიუ რაისი (The Americans)

საუკეთესო მსახიობი ქალი, დრამატული სერიალი - კლერ ფოი (The Crown)

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი, კომედიური სერიალი - ბილ ჰეიდერი (Barry)

საუკეთესო მსახიობი ქალი, კომედიური სერიალი - რეიჩელ ბროზნაჰანი (The Marvelous Mrs. Maisel)

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი, მინი-სერიალი/სატელევიზიო ფილმი - დარენ კრისი (The Assassination of Gianni Versace: American Crime Story)

საუკეთესო მსახიობი ქალი, მინი-სერიალი/სატელევიზიო ფილმი - რეჯინა კინგი (Seven Seconds)

მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი, დრამატული სერიალი - პიტერ დინკლეიჯი (Game of Thrones )

მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი, დრამატული სერიალი - ტენდი ნიუტონი (Westworld)

მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი, კომედიური სერიალი - ჰენრი უინკლერი (Barry)

მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი, კომედიური სერიალი - ალექს ბორსტაინი (The Marvelous Mrs. Maisel)

მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი, მინი-სერიალი/სატელევიზიო ფილმი: ჯეფ დენიელსი (Godless)

მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი, მინი-სერიალი/სატელევიზიო ფილმი: მერიტ უევერი (Godless)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]