weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქუთაისის კინოთეატრი რელიგიის შეურაცხყოფის საბაბით ფილმს ქართულად არ ახმოვანებს

14:26 ხუთშაბათი, 20 სექტემბერი 2018

ქუთაისში მდებარე კინოთეატრმა „საქართველომ“ საშინელებათა ჟანრის ფილმის სათაურით „მონაზვნის წყევლა“, გახმოვანებაზე უარი თქვა. აღნიშნული გადაწყვეტილება კინოთეატრის ადმინიტრაციამ მიიღო, მიზეზად კი რელიგიის დაკნინება და მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დაასახელა.

„27 სექტემბრიდან ვგეგმავდით ფილმის „მონაზვნის წყევლა“ ქართული დუბლიაჟის მომზადებას, მაგრამ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ფილმს ქართულად არ გავახმოვანებთ. ადმინისტრაციამ ნახა ფილმი და გადაწყვეტილება იქედან გამომდინარე მიიღო, რომ ფილმი აკნინებს და შეურაცხყოფს რელიგიას. ჩვენ პატივს ვცემთ მორწმუნეთა გრძნობებს და რწმენას“, - ნათქვამია კინოთეატრის Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კონოთეატრის ინფორმაციით, ფილმი წარმოდგენილი იქნება სეანსების მცირე რაოდენობით, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

აქვე გეტყვით, რომ გოთიკური საშინელებათა ჟანრის ფილმი „მონაზვნის წყევლა“ (The Nun) წარმატებული ჰორორ-ფრანშიზა „წყევლის“ (The Conjuring) ე.წ. სპინ-ოფ სერიას წარმოადგენს. მისი პრემიერა სექტემბრის დასაწყისში შედგა და $22 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ფილმმა მსოფლიო გაქირავებაში უკვე $240 მილიონამდე მოგება ნახა. საქართველოს კინოთეატრებში ფილმი 20 სექტემბრიდან გავა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]