weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეგვიპტეში სფინქსის ახალი ქანდაკება აღმოაჩინეს

16:44 შაბათი, 22 სექტემბერი 2018

არქეოლოგებმა ქალაქ ასუანის სიახლოვეს ძველეგვიპტური ტაძრის ნანგრევების გათხრისას ქვიშაქვისგან დამზადებული სფინქსის პატარა სკულპტურა აღმოაჩინეს. ეგვიპტის სიძველეთა მინისტრის, მუსტაფა ვაზირის ცნობით, 38 სმ სიმაღლის ქანდაკება ფარაონების ტაძარ კომ-ომბოში მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც მკვლევარები მიწისქვეშა წყლის ამოშრობას ცდილობდნენ.

სფინქსის ქანდაკების დანიშნულება და მნიშვნელობა ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ უნდა ყოფილიყო უდავოდ მნიშვნელოვანი ნივთი. ძველ ეგვიპტეში სფინქსები ფარაონებთან იყვნენ ასოცირებული და ხშირად საფლავში მცველების სახით ათავსებდნენ. ამ კავშირის ნათელსაყოფად ზოგიერთი მმართველი სფინქსის ქანდაკებაზე საკუთარ სახეს კვეთდა. ამით ისინი ხაზს უსვამდნენ თავიანთ კავშირს მზის ლომისთავიან ქალღმერთ სეხმეტთან.

ორი თვის წინ ტაძრის ამავე სექციაში არქეოლოგებმა ფარაონ პტოლემე V-ის ორი ქვიშაქვის ბარელიეფი იპოვეს. ტაძრის ეს ნაწილი ნაყოფიერების ნიანგისთავიანი ღმერთის, სებეკის სახელობისაა, მიეკუთვნება პტოლემების დინასტიას და თარიღდება ძვ. წ. 305-30 წლებით.

პტოლემე V, რომლის საგმირო საქმეებიც სახელგანთქმულ როზეტის ქვაზეა აღწერილი, ძვ. წ. 204-181 წლებში მეფობდა. ტაძრის მშენებლობა მისი სიკვდილის შემდეგ მისმა მემკვიდრემ, პტოლემე VI ფილომეტორმა დაიწყო და მომდევნო პტოლემებმა გააგრძელეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]