ფილმის პრემიერა HBO-ზე 1-ელ ოქტომბერს შედგება. გავრცელებული ინფორმაციით, სურათი მონარქის აქამდე უცნობ მხარეს გვიჩვენებს. დოკუმენტური მასალა რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა და ის დედოფლის პოლიტიკოსებთან ურთიერთობის გარდა, შვილებთან და შვილიშვილებთან მის დამოკიდებულებასაც ასახავს.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მონარქი ელისაბედ მეორე სამეფო ტახტს უკვე 66 წელია იკავებს.