weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნიკორწმინდის რეაბილიტაციის დროს ადრეული რელიეფის ნაშთები აღმოაჩინეს

10:41 სამშაბათი, 25 სექტემბერი 2018

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, რაჭაში, ნიკორწმინდის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ადრეული რელიეფის ნაშთები აღმოაჩინეს.

როგორც ნიკოლოზ ანთიძე Facebook-ზე წერს, უნიკალური ნაშთები ეკლესიის აღმოსავლეთ მკლავის სახურავზე აღმოაჩინეს. რესტავრატორ ნანა კუპრაშვილის თქმით, რელიეფები და ორნამენტები ნალესობით იყო დაფარული და დუღაბში იყო მოქცეული. 

ნიკორწმინდის გუმბათოვანი ტაძრის სრული რეაბილიტაცია 2017 წელს დაიწყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 247 000 ლარი გამოიყო. როგორც მაშინ კულტურის სამინისტროში განაცხადეს, სამუშაოები ფასადის ქვის, სამრეკლოსა და კედლის მხატვრობის რესტავრაციას მოიცავს.

ნიკორწმინდის გუმბათოვანი ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების შედევრია და XI საუკუნით თარიღდება. ძეგლს არსებობის განმავლობაში დიდი ცვლილებები არ განუცდია, რაც იშვიათია. ტაძრის გუმბათი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს განსაზღვრული. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ნიკორწმინდის ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]