weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

გარდაიცვალა მომღერალი შარლ აზნავური

16:42 ორშაბათი, 01 ოქტომბერი 2018

სომხური ფესვების მქონე ცნობილი ფრანგი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი შარლ აზნავური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

შარლ აზნავური, იგივე შაჰნურ ვაღინაგ აზნავურიანი 1924 წელს პარიზში, სომეხი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, რომლებიც თურქეთიდან გენოციდს გაექცნენ და საფრანგეთში დასახლდნენ. მუსიკოსის შემოქმედებაში მის განვლილ ცხოვრებას, როგორც ემიგრანტის სოციალურ ყოფას, განსაკუთრებული ადგილი ეკავა.

ნაყოფიერი კარიერის განმავლობაში აზნავურს 1200-მდე სიმღერა ჰქონდა ჩაწერილი და 180 მილიონზე მეტი დისკი ჰქონდა გაყიდული. მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული 60-ზე მეტ მხატვრულ ფილმში.

აღიარებულ მომღერალს ასამდე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ჰქონდა კონცერტი გამართული. შარლ აზნავური საქართველოს 2012 წლის აგვისტოში ეწვია.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]