გაუვალ ტყეებში მცენარეულობით დაფარული არქეოლოგიური ნაშთების აღმოსაჩენად, მეცნიერებმა LIDAR-ის ლაზერული ტექნოლოგია გამოიყენეს. მკვლევართა მიერ გამოვლენილ სტრუქტურებს შორის არის ფერმები, სახლები, თავდაცვითი ნაგებობები, 96 კმ სიგრძის ქვაფენილთა სისტემა, ცივილიზაციის ცენტრალურ დაბლობზე გაშენებული ქალაქების დამაკავშირებელი გზები და არხები.
წარსულში არქეოლოგებს სჯეროდათ, რომ ჩრდილოეთ გვატემალაში მდებარე მაიას ცენტრალური დაბლობი შედგებოდა პატარა, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ქალაქი-სახელმწიფოებისაგან, რომლებსაც ერთმანეთთან მოქიშპე ელიტები მართავდნენ. მაგრამ ბოლო დროს არქეოლოგებს შორის გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს ზონა უფრო შეკავშირებული და მჭიდროდ დასახლებული უნდა ყოფილიყო.
მეცნიერები აღმოჩენის შესახებ წერენ, რომ ხელში ჩაუვარდათ მყარი მტკიცებულებები, რომელთა საშუალებითაც მტკიცდება, რომ ცენტრალური დაბლობებს გააჩნდა კომპლექსური სტრუქტურა და ჰყავდა დიდი მოსახლეობა. ახლად აღმოჩენილი სტრუქტურებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების საფუძველზე მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მაიას ცივილიზაციის გვიანდელ კლასიკურ პერიოდში (ახ. წ. 650-800 წ. წ.), ჩრდილოეთ გვატემალაში მაიას ხალხის 7-11 მლნ წარმომადგენელი ცხოვრობდა. მკვლევართა თქმით, ახალი კვლევა ახდენს მაიას დემოგრაფიის, სოფლის მეურნეობისა და პოლიტიკური ეკონომიის სრულიად ახლებურ გაგებას.
მაიას უძველესი ცივილიზაცია გადაჭიმული იყი სამხრეთ მექსიკიდან გვატემალამდე და ბელიზამდე, ყვაოდა ძვ. წ. 1000-ახ. წ. 1500 წლებს შორის.