weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თბილისის კინოფესტივალზე საპატიო „პრომეთე“ გიორგი შენგელაიას გადაეცემა

15:56 ხუთშაბათი, 04 ოქტომბერი 2018

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3-9 დეკემბერს გაიმართება. ფესტივალის ჯილდო საპატიო „პრომეთე“ წელს რეჟისორ გიორგი შენგელაიას გადაეცემა და მაყურებელს მისი ფილმების რეტროსპექტივას შესთავაზებენ.

მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის თემაა „ლიტერატურა და კინო“, რომელშიც საინტერესო ეკრანიზაციებს და მწერლებზე გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმებს წარმოადგენენ.

ფესტივალის განმავლობაში მაყურებელს საშუალება ექნება სექციებში - „ქართული პანორამა“, „საერთაშორისო კონკურსი“, „ჰორიზონტები“, „დამზადებულია გერმანიაში“ და სხვა, ნახოს ახალი, გამორჩეული ფილმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გარდა ამისა, შვედეთის საელჩოსა და შვედეთის კინო ინსტიტუტთან თანამშრომლობით, გაიმართება პროგრამა „ბერგმანი-100“, სადაც მაყურებელს აღიარებული შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანის ფილმების ნახვის საშუალება მიეცემა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]