ბელკანტოს ტექნიკით განთქმული კატალონიელი სპორანო ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის გაუარესების გამო ბარსელონაში არსებულ საავადმყოფოში მკურნალობდა.
მონსერატ კაბალიეს ორმოცდაათწლიანი საოპერო კარიერა ჰქონდა. იგი ცნობილი გახდა როსინის, ბელინისა და დონიცეტის კლასიკურ იტალიურ ოპერებში წამყვანი როლების შესრულებით. საყოველთაო პოპულარობა კი მოუტანა როკ-ჯგუფ Queen-ის ვოკალისტ ფრედი მერკურისთან ერთობლივმა ალბომმა და ჰიტმა “Barcelona”, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ, 1992 წელს ბარსელონას ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ჰიმნი გახდა.