ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებული და კანის კინოფესტივალის ორგზის პრიზიორი კინორეჟისორი 22-23 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მასტერკლასებს გამართავს, 24 ოქტომბერს კი გაიმართება ფილმის „უსიყვარულო“ (Нелюбовь) სარეჟისორო ვერსიის ჩვენება.
პროექტის ორგანიზატორია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის გენერალური მხარდამჭერი და მედია-პარტნიორი კი „აჭარანეტი“ გახლავთ.
ანდრეი ზვიაგინცევის ფილმოგრაფია გამოირჩევა მწვავე სოციალურ-პოლიტიკური თემებითა და ღრმა, პოეტური ნარატივით. საერთაშორისო კინოფესტივალებზე მოპოვებული პრიზების გარდა, რუსი რეჟისორის ფილმებმა „ოქროს გლობუსი“ ჯილდო და ორჯერ ოსკარის ნომინაცია დაიმსახურეს კატეგორიაში - საუკეთესო უცხოური ფილმი.