weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

არასამთავრობოები ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომას ითხოვენ

15:14 კვირა, 21 აპრილი 2019

არასამთავრობო ორგანიზაციები – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მწვანე ალტერნატივა და ავკასიური სახლპანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობის გამო შექმნილ კრიზისს ეხმაურებიან. ისინი მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საპოლიციო ძალის გამოყენება პანკისში და გამოიყვანოს ხეობაში შეყვანილი დამატებითი ძალები.

„დაუყოვნებლივ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რომელსაც აშკარა ინტერესთა კონფლიქტი აქვს ბიზნეს ინტერესებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის და მისი დანიშვნიდან პირველივე დღეებში კრიზისი შექმნა პანკისის ხეობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ნათია თურნავამ, რომელიც თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, საკუთარი საქმიანობის პრიორიტეტად ენერგეტიკის სექტორი გამოაცხადა.

„ნათია თურნავა 2013-2018 წლებში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო, ის ასევე იყო უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი და საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი. მისი ბიოგრაფია აჩვენებს, რომ ის ბიზნეს და ენერგო ინტერესების ლობისტია და ნიშანდობლივია, რომ მინისტრის თანამდებობზე დანიშვნიდან პირველივე დღეებში სწორედ მისი გადაწყვეტილებით მოხდა პანკისის ხეობაში საპოლიციო ძალის გამოყენებით ჰესების მშენებლობის დაწყება“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 18 აპრილს, საღამოს დაინიშნა. მანამდე ის მინისტრის მოადგილე იყო ენერგეტიკის მიმართულებით. 18 აპრილსვე ნათია თურნავა პანკისის ხეობაში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივების ნაწილთან დახურული შეხვედრა გამართა. თურნავას გარდა, ხეობაში იყვნენ ჩასულები საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

„ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის განახლების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, პანკისში საპოლიციო ძალის მობილიზება დღეს განახორციელა. სამართალდამცველებსა და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შორის პირველი შეტაკება დილით მოხდა, რა დროსაც გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ ადგილობრივებს მოლაპარაკების მიზნით თელავში წასვლა შესთავზა. ამის შემდეგ ხეობაში მდგომარეობა დასტაბილურდა. მოგვიანებით, როდესაც მოლაპარაკების პალარელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანა, ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა. პოლიციასა და მოქალაქეებს შორის შეტაკების შედეგად, ორივე მხარეს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დაზიანებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომობილები და სპეცტექნიკა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]