weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

5 აგვისტოს შემდეგ თურქეთში გადასვლის ნებართვა 101-მა მოქალაქემ მიიღო

17:22 კვირა, 09 აგვისტო 2020

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრების ნებართვა ამ დროისთვის 101 განმცხადებელმა მიიღო და მათმა ნაწილმა საქართველო-თურქეთის საზღვარი დღეს გადაკევთა. 

„საქართველოს შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადებში დასრულდეს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა და იმ პირებმა, რომლებმაც უკვე მიიღეს მოწვევა თურქეთში მცხოვრები ფიზიკური ან იურიდიული პირის მხრიდან მალე გადაკვეთონ საქართველო-თურქეთის საზღვარი და დანიშნულების ადგილზე მივიდნენ“, – განაცხადა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

თურქეთში გამგზავრების მსურველებმა რეგისტრაციის პროცედურა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე abroadworkers.moh.gov.ge-ზე უნდა გაიარონ. განაცხადს ის მოქალაქეები ავსებენ, რომელბმაც თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირისგან მოწვევა უკვე მიიღეს და ნოტარიულად ქართულ ენაზე დაამოწმეს. პირადი ნომრისა და მობილურის ნომრის შეყვანის შემდეგ განმცხადებელი ღებულობს აქტივაციის კოდს, რომლის შემდეგაც საშუალება ეძლევა ატვირთოს თურქეთის რესპუბლიკიდან მიღებული მოწვევა. განმცხადებელს პასუხი არაუგვაინეს შვიდ დღეში ეცნობება. 

თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ თურქეთთან საზღვარი მარტში ჩაკეტა, რის გამოც მეზობელ სახელმწიფოში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები უმუშევრად დარჩნენ. ივნისის შემდეგ ბათუმსა და სარფში რამდენიმე აქცია გაიმართა, სადაც თურქეთში დასაქმებულებმა საზღვრის გახნა მოითხოვეს. აქციების შედეგად მოქალაქეებმა ჯერ იმას მიაღწიეს, რომ ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება მათზეც გავრცელდა, ხოლო შემდგომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საზღვარზე ის მოქალაქეები გაატაროს, ვინც დამსაქმებლისგან მოწვევას მიიღებს. სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეები რეგისტრაციას გადიან, 5 აგვისტოდან ამუშავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]