weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კლუბი „გალერი“ გახსნეს, „ბასიანი“ ისევ დაკეტილია

16:49 სამშაბათი, 22 მაისი 2018

სამართალდამცავებმა თბილისში მდებარე ღამის კლუბ „გალერის“ 10 დღის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დადებული ლუქი მოხსნეს. კლუბი მუშაობას სავარაუდოდ კვირის ბოლომდე განაახლებს. მეორე კლუბი „ბასიანი“ კი ისევ დაკეტილია.

როგორც „ბასიანის“ დამფუძნებელმა ზვიად გელბახიანმა განაცხადა, ამ დრომდე უცნობია, როდის შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას. მისივე თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ „ბასიანის“ წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს.

„თუ „ბასიანის“ გახსნა კიდევ გადაიდო, გამიჩნდება და გამიმყარდება ეჭვი, რომ ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური სარჩული იქიდან გამომდინარე, რომ „ბასიანი და „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ერთობლივი ძალებით არიან ჩართული სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სწორედ ამიტომ „ბასიანი“ ისჯება. იმედი მაქვს, რომ შსს დროულად მოგვცემს კლუბში შესვლას უფლებას. მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ამბობს 2-3 კვირას, გიორგი გახარია - 4-5 დღეს. საკმაოდ არაკოორდინირებულად მოქმედებენ. სავარადუდოდ, თვითონაც არ არიან ჩამოყალიბებულები ეს პოლიტიკური ფასი რამდენად ძვირია „ბასიანისთვის“, - განაცხადა გელბახიანმა.

კლუბ „გალერის“ დამფუძნებლი, ალექსანდრე ანთიძე ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაწესებულებაში არაფერი დაუზიანებიათ: „უბრალოდ ცოტა არეული იყო. პოლიციის მხრიდან გადაცდომა ან ზეწოლა არ ყოფილა. ყველაფერმა კანონის ფარგლებში ჩაიარა. სავარაუდოდ, გაცდენილი დღეების ანაზღაურებას არ მოვითხოვთ“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია 12 მაისს, დაახლოებით, ღამის 01:00 საათზე ჩაატარა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ნარკოტიკების 8 რეალიზატორი დააკავეს, თუმცა როგორც გაირკვა ბრალდებულები პოლიციამ სპეცოპერაციამდე აიყვანა. ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას თბილისში ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მოჰყვა. პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც რუსთაველის გამზირზე ნეონაცისტური და ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფები გამოჩნდნენ და ვითარება უკიდირესად დაიძაბა. შს მინისტრმა თქვა, რომ უჭირდათ საპირისპირო აქციის მონაწილეების შეკავება, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს თავდასხმით ემუქრებოდნენ. ამასთან, შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის გამო და პირობა დადო, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით ხელისუფლება მუშაობას გააქტიურებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]