weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ირანულმა კომპანიამ აუქციონზე გარდაბანში მდებარე სახელმწიფო მიწა იყიდა

16:16 სამშაბათი, 17 ივლისი 2018

ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილმა შპს „როჯ ფუდ“-მა, რომელიც 2 თვის წინ დარეგისტრირდა, აუქციონზე უკონკურენტოდ გაიმარჯვა და გარდაბანში, სოფელ აღთაკლიაში მდებარე 3214 კვ.მ მიწის ნაკვეთი 19 500 ლარად შეიძინა.

სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდი მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის ნანგრევის საწყისი საფასური 19 000 ლარი იყო. აუქციონში მხოლოდ ერთი სუბიექტი - შპს „როჯ ფუდ“ მონაწილეობდა, რომელმაც საპრივატიზებო ქონება საწყის ფასზე ერთი ბიჯის დამატებით შეიძინა. 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „როჯ ფუდ“ (ს/კ - 445532736), - რეგისტრირებულია 2018 წლის 7 მაისს. კომპანიის დირექტორი და 70 % წილის მფლობელია ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე რაჰიმ შაფიეი, დანარჩენ 30 %-ს კი ასევე ირანის მოქალაქე მოჰამმადამინ შაფიეი ფლობს. 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსა და მყიდველ კომპანიას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება საინვესტიციო ვალდებულებებს არ ითვალისწინებს.

 

ამ თემაზე:

თურქმა ბიზნესმენმა თბილისში აუქციონებზე 31 708 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდა

თურქმა ბიზნესმენებმა აუქციონზე თბილისში 15 272 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდეს

ირანელმა ბიზნესმენებმა თბილისში 11 071 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდეს

თურქ ინვესტორს ოზურგეთში 89 000 კვ.მ მიწა 1 ლარად გადაეცა

ირანელმა ბიზნესმენმა ტაბახმელასა და ოქროყანაში 53 728 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდა

რუსმა ბიზნესმენებმა კახეთში 259 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]