საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის თორმეტი ახალი მიმართულებით ფრენებს 2019 წლის ბოლოდან აღარ შეასრულებს. როგორც კომპანია განმარტავს, ამ ვადამ 2020 წლის მეორე ნახევრამდე გადაიწია.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9321 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს კურსი 3.2840 ლარია. ახალი კურსი ხვალიდან, 7 აგვისტოდან შევა ძალაში.
ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის ექსპორტის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოდან მსოფლიოს 47 ქვეყანაში 47.2 მილიონი ბოთლი (0.75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე…
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.
„საქართველოს მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს. ლარის კურსის გამყარების ტენდენცია ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის ადეკვატურია“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8870 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს კურსი 3.2037 ლარია.
„ისეთი ტენდენციები გვაქვს, დარწმუნებული ვარ, რომ ლარი თავის მყარ ნიშნულს აუცილებლად დაუბრუნდება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს რამდენიმე ქალაქს ახალი ავტობუსები გადაეცემა. მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ამ საკითხზე „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.
„ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 18 კილომეტრიანი გზა და რკინიგზა პორტის ფუნქციონირებამდე აშენდება“, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.
ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა 415 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11