weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ეკონომიკა

„ჩვენი მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი“ გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის „რაინეარის“ (Ryanair) შემოსვლასთან დაკავშირებით.

2019 წლის აგვისტოსა და სექტემბრში მესტიის მიმართულებით ყველა ავიარეისის ბილეთი გაყიდულია. აეროპორტების გაერთიანებაში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ მესტიის ბილეთი სასურველ თარიღამდე სამი თვით ადრე უნდა შეიძინოთ. იმის მიუხედავად, რომ მოთხოვნა დიდია,…

ვენახების კადასტრის ამონაწერის აღების ვადა ორ კვირაში დასრულდება. 2019 წლის რთველის დროს „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „ყვარლის“ და „მუკუზნის“ მიკროზონების ყურძნის ჩაბარება მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე მოხდება.

ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფის“ გასვლა კონსპრციუმიდან ანაკლიის პროექტს კრიტიკულად ვერ დააზიანებს – განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველი ეხმაურება ღვინის ეროვნული სააგენტოს დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, წელს ყურძენზე მოთხოვნა შესაძლოა დაბალი იყოს.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს აშენებს, ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“ ტოვებს. ამის შესახებ „რეგინფოს“ კონსორციმში დაუდასტურეს.

ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ ჩინურ კომპანიასთან – „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან“ (China Railway 23rd Bureau Group Co) გააფორმა.

ღვინის ეროვნული სააგენტო ვარაუდობს, რომ 2019 წლის რთველის განმავლობაში კერძო კომპანიების მხრიდან ყურძნის შეძენაზე დაბალი მოთხოვნა იქნება. როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განაცხადა, ამის მიზეზი რუსეთის მიმართულებით ქართული ღვინის ექსპორტის…

საქართველოს ფინანსთა-მინისტრის განაცხადებით, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში არსებული მანკიერი პრაქტიკა, რომლის დროსაც ტელეკომპანიების მიერ სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი დავალიანების ჩამოწერა ხდებოდა, უნდა დასრულდეს.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება, რაც მეტ ტურისტს, ადგილობრივებისთვის მეტ შემოსავალს და სამუშაო ადგილს ნიშნავს. ეს განცხადება ბახტაძემ ბაკურიანში გააკეთა, სადაც ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“ ხელშეკრულება…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]