weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზაზა სარალიძის საქმეს რუსთავის სასამართლო განიხილავს

11:31 სამშაბათი, 30 ოქტომბერი 2018

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ზაზა სარალიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე რუსთავის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს. როგორც „რეგინფოს“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის შუამდგომლობით ჯერ არ მიუმართავს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს.

ზაზა სარალიძის ბრალდების საქმეს ზედამხედველობას ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა გაუწევს.

„იმ ობიექტური გარემოების გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარეს და საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ გაუჩნდეს თბილისის პროკურატურის მიმართ, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეში ბრალდების მხარეს წარმოადგენს, ზაზა სარალიძის საქმე რუსთავის რაიონულ პროკურატურას გადაეცა“, - განმარტავენ პროკურატურაში.

ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 26 ოქტომბერს დააკავეს პარლამენტთან, სადაც ის შვილის მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით, 10 სექტემბრიდან მშვიდობიან აქციას მართავდა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი მათიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ზაზა სარალიძე წვიმის დროს, პარლამენტთან გაშლილ ლოგინებზე ბანერის გადაფარებას ცდილობდა, რისი საშუალებაც საპატრულო პოლიციამ არ მისცა. მათიაშვილის თქმით, პოლიციელების პროვოკაციული ქმედებების შემდეგ, სარალიძემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ზაზა სარალიძე პოლიციელს ფიზიკურადაც დაუპირისპირდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თვეების განმავლობაში პოლიცია სიტყვიერ შეურაცხყოფაზე თვალს ხუჭავდა, თუმცა იძულებული გახდა ფიზიკური თავდასხმის ფაქტზე სარალიძე დაეკავებინა.

28 ოქტომბერს, პროკურატურამ სარალიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. სასამართღლო სხდომის გამართვამდე, საგამოძიებო ორგანომ ზაზა სარალიძის მიმართ საპატიმრო ღონისძიების გამოყენება საჭიროდ არ ჩათვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]