weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტელეკომპანია „ოდიშის“ წამყვანს სასამართლომ 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:47 შაბათი, 18 მაისი 2019

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ლევან თორიას, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ადგილობრივი ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემის წამყვანი ლევან თორია ბრალს არ აღიარებს. სასამართლო სხდომაზე მან თქვა, რომ თავს იცავდა.

„რაც ვიდეოზეა ასახული, არის თავდაცვა, რადგან მომვარდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს“, – ციტირებს „ლაივპრესი“ თორიას განცხადებას.

მოსამართლე შოთა ბიჭიას განმარტებით, ბრალდებული ძალადობის ფაქტს აღიარებს, ოღონდ, მხოლოდ მოგერიების მიზნით, რაც გამოძიებით უნდა დადგინდეს. ამ არგუმენტით, მოსამართლემ ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდება მიზანშეწონილად მიიჩნია.

დადიანების ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ასევე 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა ჯგუფურ, ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ მამუკა ცირდავას. ამავე საქმეზე დაკავებული გელა კვარაცხელია კი წინასწარ პატიმრობაშია.

14 მაისს, დადიანების სასახლის ეზოში, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატთან, სანდრა რულოვსთან ინტერვიუს დროს დაპირისპირება მოხდა. როგორც „ოდიში“ იუწყებოდა, „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ტელეკომპანიის განცხადებით, დაპირისპირება 15 წუთს გაგრძელდა, პოლიცია კი ადგილზე დაგვიანებით მივიდა. იმავე დღეს დააკავეს გელა კვარაცხელია, რომელმაც „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი უარყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]