weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

25 წლის ვიტალი საფაროვის მკლელობაში ბრალდებულებს 15-15 წლით პატიმრობა მიესაჯათ

12:12 ხუთშაბათი, 27 ივნისი 2019
ფოტოზე ვიტალი საფაროვი ფოტოზე ვიტალი საფაროვი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 წლის ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაკავებულები - ავთანდილ კანდელაკიშვილი და გიორგი სოხაძე ჯგუფურად, განზრახ მკველობაში სცნო დამნაშავედ. მათ 15-15 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მუხლი მოხსნა.

ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს, გამთენიისას, თბილისის ცენტრში მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 წლის ავთანდილ კანდელაკიშვილმა საფაროვი დანით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაკავების შემდეგ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას (დამამძიმებელი გარემოების გარეშე). პოლიციამ ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 23 წლის გიორგი სოხაძეც დააკავა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები აცხადებდნენ, რომ გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობდა. მათი თქმით, აშკარა იყო, რომ ვიტალი საფაროვის წინააღმდეგ ძალადობა განხორციელდა ქსენოფობიურ ნიადაგზე, რაც გულისხმობს უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიშს ან/და სიძულვილს.

ნოემბერში, პროკურატურამ ავთანდილ კანდელაკიშვილს ბრალი დაუმძიმა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდა, რაც რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]