weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2021

თუ ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველსაც დაუშვებენ, ძალიან კარგი იქნება – წულუკიანი

16:35 ხუთშაბათი, 20 მაისი 2021 hits 648

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლების არშეშვებას გამოეხმაურა. წულუკიანის განცხადებით, სოციალური მუშაკები უპრობლემოდ შედიან ნინოწმინდის და იმ ყველა ბავშვთა სახლში, რომელსაც ესა თუ ის ეპარქია მართავს.

როგორც მინისტრმა განაცხადა, თუ პანსიონში რაიმე არის გამოსასწორებელი, „რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყება გამოასწორებს, ეკლესიასთან თანამშრომლობით“.

„ამ სახლს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობ ბათუმში მსგავს დაწესებულებას, სადაც, რამდენჯერაც ვყოფილვარ, მე, როგორც ადამიანის უფლებების სპეციალისტს, არცერთი პრობლემა არ დამინახავს.

ნინოწმინდას არ ვიცნობ, თუმცა ვიცი, რომ სოციალური მუშაკები იქ ბრძანდებოდნენ და სახალხო დამცველი რომ გამოჯანმრთელდება, თუ მასაც დაუშევებენ იმ სახლში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება“, – განაცხადა წულუკიანმა.

წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განსახორციელებლად სახალხო დამცველის წარმომადგენლებს სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მითითებით არ უშვებენ. მსგავსი შემთხვევა პირველად 15 აპრილს დაფიქსირდა. 7 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართვის საფუძველზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რითაც სახელმწიფოს დაავალა დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. ამის მიუხედავად, სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში 19 მაისსაც ვერ შევიდნენ. ისინი ნინოწმინდის მე-4 საჯარო სკოლაშიც მივიდნენ, სადაც პანსიონში მცხოვრები ბავშვები სწავლობენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ 19 მაისს სკოლაში არცერთი ბავშვი არ გამოცხადდა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ შეასრულოს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებითი ღონისძიება.

 

ამ თემაზე:

სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში ისევ არ შეუშვეს, რის გამოც ის გაეროს მიმართავს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]