weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სასჯელაღსრულების სამინისტრო საერთო სამუშაო ჯგუფს შექმნიან

16:10 ხუთშაბათი, 19 აპრილი 2018

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმართა შეწყალების საკითხზე საერთო სამუშაო ჯგუფს შექმნიან. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახი კახიშვილისა და შეწყალების კომისიის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მნიშვნელოვანია პროცესი გაუმჯობესდეს. ფაქტია, რომ იყო გარკვეული ტიპის ხარვეზი და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ გაურბის. ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს დღეებში პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სამინისტროს შორის შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ყველა იმ ტექნიკურ დეტალზე, რომელიც პროცესს გააუმჯობესებს. ვფიქრობთ, ეს სამუშაო პროცესი მაქსიმალურად უზრუნველყოფს ყველა ტიპის ხარვეზის აღმოფხვრას და პრევენციას ყველა ტიპის სამწუხარო ფაქტებისა, რომელიც შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კახა კახიშვილის ინიციატივით კომისიის შემადგენლობაში სასჯელაღსრულების და პრობაციისა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლი ჩაერთვება.

შეწყალების მექანიზმის დახვეწის საჭიროებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე ოჯახში ძალადობისთვის იხდიდა სასჯელს, როდესაც 2017 წლის მაისში პრეზიდენტმა შეიწყალა. ბაქრაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება 7 თვით ადრე დატოვა. ამავე დროს ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედმა კომისიამ (ე.წ. უდოს კომისია) პატიმარ ვეფხია ბაქრაძეს 6-ჯერ უთხრა უარი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]