weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა 65 წლის მამაკაცი დააკავეს

10:47 ორშაბათი, 23 აპრილი 2018

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერედან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 65 წლის მამაკაცი გაიტაცეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, 65 წლის დავით ნაპირელის დაკავების შესახებ ოჯახმა 21 აპრილს, გვიან ღამით, სამართალდამცველებისგან შეიტყო.

„იმ ტერიტორიაზე ყოველდღე საქონელი აჰყავს. ეტყობა, წყლის დასალევად გადავიდა და დაიჭირეს. შარშანაც ესე დაიჭირეს და წელსაც. ფაქტობრივად ეს ჩვენი ადგილია, მაგრამ ახალი გზა რომ გაკეთდა, იქით მოექცა“;

„თვე ისე არ გავა, რომ აქედან ერთი კაცი მაინც არ წაიყვანონ. ჯარიმას - 100 ლარს გადაიხდიან და ათავისუფლებენ“, - ამბობენ ადგილობრივები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

რუსმა სამხედროებმა 20 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარიაშენში 77 წლის ელიზბარ მესტუმრიშვილი დააკავეს, 17 აპრილს სოფელ ფლავისმანიდან 52 წლის თამაზ ილურიძე, 7 აპრილს კი სოფელ აძვიდან ელდარ გუნდიშვილი და თეიმურაზ კაზიროვი წაიყვანეს. ყველა მათგანი ამ დროისთვის გათავისუფლებულია.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 126 უკანონო დაკავების ფაქტია რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]