weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სასამართლომ „ქართული მარშის“ წევრები პატიმრობაში დატოვა

16:50 პარასკევი, 04 მაისი 2018
სასამართლომ „ქართული მარშის“ წევრები პატიმრობაში დატოვა ფოტო © პირველი არხი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული ე.წ. „ქართული მარშის“ წევრები წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის განცხადებით, საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე ახალი გარემოება, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდებოდა.

ლადო სადღობელაშვილი, ლუკა ნაცვლიშვილი, გიორგი ონიანი, ბექა რევაზიშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი და მიხეილ ამისულაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან 19 მარტს განვითარებული მოვლენების გამო დააკავეს. მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფური ხულიგნობა. ლუკა ნაცვლიშვილს დამატებით სხვისი ნივთის დაზიანებას, გოგა ონიანს კი ცემასა და ძალადობას ედავებიან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 მარტს ექვსივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. „ქართულმა მარშმა“ დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით 1 მაისს, ე.წ. სასიკვდილო შიმშილობის აქცია დაიწყო. მოშიმშილეებს დაკავებულების დედებიც შეუერთდნენ.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულები 19 მარტს, „რუსთავი 2“ -ის შენობის წინ შეიკრიბნენ და კომპანიის თანამშრომლების მიმართ იგინებოდნენ, გამოხატავდნენ აგრესიას და აშკარა უპატივცემულობას იქ მყოფი საზოგადოების მიმართ, რასაც დაემატა კომპანიის თანამშრომლების მიმართ ძალადობა და ძალადობის გამოყენების მუქარა. „რუსთავი 2“-ის იურისტსა და გადაცემა P.S.-ს წამყვანს, რომლებიც შემთხვევის ადგილის დატოვებას ცდილობდნენ, ბრალდებულებმა გზა ჩაუკეტეს. ლუკა ნაცვლიშვილმა იურისტის მანქანის ძარის ხუფი ფეხის ჩარტყმით დააზიანა, რითიც მას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა, ხოლო მანქანაში მყოფ ტელეწამყვანს ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით. გიორგი ონიანმა „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთ ჟურნალისტს სახეში ძლიერი დარტყმით ფიზიკური დაზიანება მიაყენა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]