weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხურვალეთიდან გატაცებული მაია ოთინაშვილი სავარაუდოდ ნაცემია

17:00 ოთხშაბათი, 03 ოქტომბერი 2018

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთიდან რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გატაცებული 37 წლის მაია ოთინაშვილი სავარაუდოდ ნაცემია. საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაციას ოთინაშვილის ოჯახის წევრები ავრცელებენ.  

„მათი განცხადებით, ცემა მოხდა ქარძმანში განლაგებულ რუსულ ბაზაზე. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულს ჰყავს ადვოკატი, მასაც არ მიეცა მაია ოთინაშვილის მონახულების საშუალება. ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული არ მოუნახულებია არცერთ დამოუკიდებელ დამკვირვებელს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მათ ეჭვს“, - აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

მაია ოთინაშვილი საკუთარი ბაღიდან ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით 29 სექტემბერს დილით გაიტაცეს. თვითმხილველების ინფორმაციით, მისი გატაცემა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა.

სამი არასრულწლოვნის დედა მაია ოთინაშვილი საკუთარი ბაღიდან ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით 29 სექტემბერს დილით გაიტაცეს. თვითმხილველებმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ შეიარაღებული, ნიღბიანი პირების მიერ მოქალაქის გატაცება საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან, მავთულხლართიდან დაახლოებით 50 მეტის მანძილზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 2 ოქტომბერს მაია ოთინაშვილს დე ფაქტო სასამართლომ ე.წ. „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ასევე „ბრალად ედება“ თანხის სანაცვლოდ მოქალაქეების „საზღვრის უკანონო გადაკვეთაში“ დახმარება.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, გატაცების ადგილას მაია ოთინაშვილის ოჯახის ახლობლები რეგულარულად შედიან. თუმცა, თავად მაია ოთინაშვილი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად გორში ცხოვრობს, რაც, სახალხო დამცველის შეფასებით, კიდევ უფრო აბსურდულს ხდის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ბრალდებებს.

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, უმკაცრესად დააყენონ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლისა და თავისუფლების, თავისუფალი გადაადგილების უფლების დარღვევის ფაქტები.

მაია ოთინაშვილი ხურვალეთიდან უკვე მე-5 უკანონოდ დაკავებული ქალია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]