მაისი 27, 2019
weather cur horoscope tv

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას განცხადებით მიმართა და სთხოვა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სრულ პერიმეტრზე 28 მაისს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს, მიიღოს ადეკვატური ზომები შესაძლო…

პოლონეთის ქალაქ პოზნანში გამართულ მსოფლიო თასის პირველი ეტაპის ფინალში, საქართველოს ნიჩბოსანთა ნაკრების წევრმა ზაზა ნადირაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. მან 200-მეტრიანი დისტანცია 39.191 წამში დაფარა, რაც საუკეთესო შედეგი იყო.

120 დევნილი ოჯახი მცხეთაში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი გახდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სამი ნგრევადი და ერთი სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტი დაიხურა…

ჭიათურელ მაღაროელებს, რომლებიც უკვე მეცხრე დღეა შიმშილობენ, ტყიბულელმა მეშახტეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს. რამდენიმე ათეული მეშახტე დღეს ჭიათურაში ჩავიდა და საპროტეტსო აქციას შეუერთდა.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელის, ლაშა დარსალიას განცხადებით, დავით გარეჯის ტერიტორიაზე არ უნდა მიმდინარეობდეს არანაირი სამუშაო, სანამ დელიმიტაციის კომისია მუშაობას არ დაასრულებს.

თბილისში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე მოხდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები ვეღარ დაიცავენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტ გოგონას, რომელიც ლექტორისა და საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“ ომარ მახარაძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

სკანდალური მარცხის შემდეგ ლევან გორგაძემ ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა. ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირ ნაცუ ბაშოს ბოლოსწინა დღეს ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა სუმოტორიმ იოკოზუნა სახელად კაკურიუ დაამარცხა და მე-10 გამარჯვების წყალობით კვლავ ოძეკი…

ტურინის „იუვენტუსის“ ლიდერმა კრისტიანო რონალდომ ახალი ავტომობილი შეიძინა. გამოცემა „მარკას“ ინფორმაციით, ფეხბურთის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ახალ McLaren Senna-ში მილიონი ევრო გადაიხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. თბილისში დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ა.ნ., წალკაში კი -1983 წელს დაბადებული თ.ქ. და 1986 წელს დაბადებული თ.მ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]