ივლისი 18, 2019
weather cur horoscope tv

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს. საქმე ეხება…

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8608 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8555 ლარი იყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით,  ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ პირებთან, პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა ჯგუფებს, მედიკამენტების ერთ ლარად შეძენა შეეძლებათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა, 4000 მეტრის სიმაღლიდან, ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი ლიეტუვის მოქალაქე ამოიყვანეს. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ის თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოცემა „მედუზას“ გამომძიებელი ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის საქმესთან დაკავშირებით, მოსკოვის შინაგან საქმეთა სამმართველოს ოთხი თანამშრომელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ეს გადაწყვეტილება სამსახურებრივი შემოწმების შემდეგ იქნა მიღებული.

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში 18 და 24-მეტრიანი ახალი მუნიციპალური ავტობუსების შემოყვანა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ქართული ოცნებიდან“ თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

ჩეჩნეთში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი კერძო სახლს დაეცა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. რუსული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში დღეს დილით მოხდა.

თბილისში, ისნის რაიონში, დოლაბაურის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შიდა ქართლის პროკურატურამ Qartli.ge-ის რედაქტორის, საბა წიწიკაშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყო. Qartli.ge-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]