weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

თურქეთში, ანტალიაში უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით, სამმხრივ ფორმატში, შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ 24-სათიან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე შეთანხმება…

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ანტალიაში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინას თავს არ დასხმია და არც სხვა ქვეყნებზე თავდასხმას აპირებს. 

უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის პოზიციის გამო, აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყებას აპირებს. 

ამერიკის შეერთებული შტატები არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის დროს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს ან აწარმოოს „ცრუ დროშის“ ოპერაცია მისი გამოყენებით. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ საკმა განაცხადა,…

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში სამშობიარო სახლისა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის, ერთი ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა. 

რუსეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ უკრაინაში გაგზავნილ ქვედანაყოფებში წვევამდელები იყვნენ. ამ საკითხზე განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა 9 მარტს გააკეთა.

საჰაერო დარტყმებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ მარიუპოლში მდებარე სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო გაანადგურა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სულ მცრე 17 ადამიანი დაშავდა.

1 აპრილიდან „აგარის შაქრის“ ქარხანა სრული დატვირთვით განაახლებს მუშაობას. ამის შესახებ ქარხნის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ ნათბილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის რეზოლუციით, აიკრძალება შვრიის, ფეტვის, წიწიბურას, შაქრის, მარილის, ხორბლის, ცოცხალი პირუტყვისა და ხორცის ექსპორტი. აკრძალვა წლის ბოლომდეა ძალაში და უკრაინის მთავრობამ ის პროდუქტების სიმცირის რისკის გამო მიიღო.

ძალადობრივი და პრორუსული ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ და მის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები ხულოში ნაქირავები ოფისიდან გამოძევებას ეხმაურებიან. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]