საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პარტია „ლელოს“ წევრის, პარლამენტარ დავით უსუფაშვილის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე აუცილებელია სახელმწიფოს პოლიტიკურ-სტრატეგიული გეგმის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნისთვის მოსალოდნელი საფრთხეების არიდებას.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და სთხოვა, გაწვეული ელჩი საქართველოში დააბრუნოს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას პარლამენტი და მთავრობა განსაზღვრავენ და არა პრეზიდენტი.
„დროა ყველამ გაიგოს, რომ პრეზიდენტი არცერთი პოლიტიკური ძალის კუთვნილება არაა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მთავრობამ საერთაშორისო საქმიანობაზე შეზღუდვები დაუწესა და ევროპაში სამუშაო ვიზიტებზე უარი უთხრა. ზურაბიშვილის თქმით, ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილება იყო.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის ამ გარდამტეხ მომენტში საზოგადოება უფრო შეგნებული და მამაცია, ვიდრე ხელისუფლება და ოპოზიცია.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. ის საკანონმდებლო ორგანოს დარბაზში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ანდრიი კასიანოვთან ერთად შევიდა. პრეზიდენტმა მოხსენება უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრით დაიწყო და ომის…
საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, ორსული ქალი, რომელიც უკრაინის ქალაქ მარიუპოლის სამშობიარო სახლის დაბომბვის შედეგად დაშავდა, გარდაიცვალა. დაიღუპა მისი ბავშვიც.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრმა, სხალთელმა მიტროპოლიტმა სპირიდონმა (აბულაძე) უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომზე ისაუბრა და თქვა, რომ შესაძლოა უკრაინა „გეი-პარადების“ ჩატარების გამო ისჯება. მისივე თქმით, ახლა ერთმანეთს ძმები…
საქართველოს საბანკო ასოციაციის სახელით, თბილისში უკრაინის საელჩოსთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან კოორდინაციით, უკრაინის მიმართულებით ჩვენი მეგობარი უკრაინელების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11