ორივე სატელევიზიო შოუს ავტორი და პროიდუსერი ენდრიუ მილერი იქნება. სერიალების სიუჟეტი თანამედროვე დროში განვითარდება და 1946 წელს მანჰეტენზე გაშვებული ვირუსის შემდგომ პერიოდსა და მოვლენებზე გვიამბობს, რასაც ადამიანების განადგურება, მუტაცია და სუპერგმირების წარმოშობა მოყვა.
„ველური ბარათების“ სამეცნიერო ფანტასტიკური ნაწარმოებების სერია, რომელიც ოცამდე რომანისა და უამრავი მოკლე მოთხრობებისგან შემდგარ ანთოლოგიას წარმოადგენს, ჯორჯ მარტინმა მელინდა სნოდგრასთან და რამდენიმე ათეულ სხვა ავტორთან ერთად შექმნა. მასში ძირითადად მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ალტერნატიული ისტორიაა ნაჩვენები.
მსგავსი სტატიები: