weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დიკაპრიოსა და სკორსეზეს კინოპროექტი სერიალად იქცევა

12:08 ოთხშაბათი, 13 თებერვალი 2019

ამერიკელი სერიული მკვლელის შესახებ დაანონსებული ბიოგრაფიული ფილმი სათაურით „ეშმაკი თეთრ ქალაქში“ (The Devil in the White City), რომელსაც საფუძვლად რეალური ისტორია და ერიკ ლარსონის იგივე სახელწოდების წიგნი უდევს, მხატვრული ფილმის ნაცვლად სერიალის სახით გამოვა.

პროექტზე კომპანია Hulu იმუშავებს, მარტინ სკორსეზე და ლეონარდო დიკაპრიო კი, რომლებიც სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერები გახდებიან, შესაბამისად, რეჟისურითა და მთავარი როლის შესრულებით დაკავდებიან.

ბიოპიკი 2015 წელს დაანონსდა. მისი სცენარის ავტორი ოსკარის ნომინანტი ბილი რეი (Flightplan, Hunger Games, Captain Phillips) უნდა ყოფილიყო.

სიუჟეტი მე-19 საუკუნეში მცხოვრები მანიაკის, ჰერმან უებსტერ მაჯეტზე გვიამბობს, რომელიც ცნობილი იყო დოქტორი ჰენრი ჰოვარდ ჰოლმსის სახელით. ჰოლმსმა ჩიკაგოში 1890 წელს სამსართულიანი სახლი ააშენა, რომლის კორიდორები, ოთახები, კიბეები, კარები და ფანჯრები საიდუმლო მექანიზმებითა და მოწყობილობებით, ავტორის მიერ იმართებოდა. ჰოლმსი ოთახებს ტურისტებზე აქირავებდა, რომლებიც უგზო-უკვლოდ იკარგებოდნენ. მანიაკი ექიმი ადამიანებს ჯერ გაზით გუდავდა, შემდეგ კი ლაბორატორიაში მუშაობდა მათ გვამებზე. ითვლება, რომ ჰოლმსმა ორასამდე ადამიანი მოკლა. იგი 1896 წელს, ფილადელფიაში სიკვდილით დასაჯეს.

 

მსგავსი სტატიები:

ლეონარდო დიკაპრიო მაფიასთან მებრძოლი ნიუ იორკელი დეტექტივის როლს შეასრულებს

დიკაპრიო სკორსეზეს ფილმში თეოდორ რუზველტს განასახიერებს

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]