დღეიდან „სიმპსონების“ ფანები ხსენებული სერიის ნახვას ვეღარ შეძლებენ. მომღერალმა ეს ეპიზოდი 1991 წელს გაახმოვანა საიდუმლოდ და ფაქტი მხოლოდ წლების მერე დადასტურდა. ჯექსონი ამ ეპიზოდში მულტპერსონაჟ ლეონ კომპოვსკის ახმოვანებდა.
რამდენიმე დღის წინ მაიკლ ჯექსონის შემოქმედების ეთერში გაშვებაზე რადიოებმაც თქვეს უარი, რისი მიზეზიც ასევე სკანდალური დოკუმენტური ფილმია, რომელშიც მუსიკოსს პედოფილიაში ღიად ადანაშაულებენ.
პარალელურად, დაიწყო კამპანია #MJInnocent, რომელიც 2009 წელს გარდაცვლილი პოპ-ვარსკვლავის უდანაშაულობას ამტკიცებს. მოძრაობის სარეკლამო ბანერები ავტობუსებზეც განათავსეს
ამ თემაზე: