weather cur horoscope tv
ნოემბერი 04, 2024

დოკუმენტური ფილმის გამო რადიოსადგურები მაიკლ ჯექსონის სიმღერებს აღარ გაუშვებენ

16:34 ოთხშაბათი, 06 მარტი 2019

მაიკლ ჯექსონის ცნობილი სკანდალის შესახებ არსებულმა ახალმა დოკუმენტურმა ფილმმა (Leaving Neverland) უკვე გამოიწვია უდიდესი რეზონანსი. HBO-ს ფილმი პოპ-მუსიკის მეფეს აღწერს, როგორც ბავშვებზე მოძალადეს.

დოკუმენტურ სურათში ნაჩვენები მასალის გამო, სხვადასხვა ქვეყნის რადიოსადგურებმა უარი თქვეს მაიკლ ჯექსონის შემოქმედების რადიოთი გაშვებაზე. ეს ნაბიჯი რადიოებმა მსმენელების მოთხოვნით გადადგეს.

შეგახსენებთ, რომ დენ რიდის დოკუმენტურ ფილმში მთავარი გმირები ის ადამიანები არიან, რომელთა თქმითაც, აღიარებულმა მომღერალმა 90-იან წლებში მათზე იძალადა.

ცნობილია ასევე ის, რომ ტელეარხ HBO-ს წინააღმდეგ გარდაცვლილი მუსიკოსის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა 100 მილიონი დოლარის მოთხოვნით სარჩელი შეიტანეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]