weather cur horoscope tv
ივნისი 03, 2020

ჯეიმს განი „გალაქტიკის მცველების“ რეჟისორად დააბრუნეს

12:28 კვირა, 17 მარტი 2019 hits 334

გასულ წელს კომპანია „დისნეის“ გადაწყვეტილებით, „გალაქტიკის მცველების“ მე-3 სერიიდან სკანდალურად დათხოვილი რეჟისორი ჯეიმს განი პროექტში დააბრუნეს - „მარველის“ კინოკომიქსის ტრიკველს კვლავ იგი გადაიღებს.

მას შემდეგ, რაც ჯეიმს განს რეჟისორის სავარძელი დაატოვებინეს, „დისნეიმ“ ბევრ რეჟისორს დაადგა თვალი, მათ შორის ოსკაროსან ადამ მაკკეის, თუმცა საბოლოოდ, როგორც ჩანს, პროექტს, საკუთარი სცენარით, ისევ ჯეიმს განი გადაიღებს.

შეგახსენებთ, რომ რეჟისორი პროექტიდან „ტვიტერზე“ დაწერილი ძველი პოსტების გამო გაათავისუფლეს, რომელშიც ის „დისნეის“ ხელმძღვანელობის აზრით, ცუდად ხუმრობდა. ამასთანავე ჯეიმს განის დაბრუნებას ბევრი ადამიანი ითხოვდა.

ცნობისთვის, „მარველის“ ხსენებული ფილმიდან გათავისუფლების შემდეგ ჯეიმს განი კონკურენტი კომიქსების კომპანია DC-ის ფილმ „თვითმკვლელთა რაზმის“ გაგრძელებაზე სამუშაოდ მიიწვიეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]