მას შემდეგ, რაც ჯეიმს განს რეჟისორის სავარძელი დაატოვებინეს, „დისნეიმ“ ბევრ რეჟისორს დაადგა თვალი, მათ შორის ოსკაროსან ადამ მაკკეის, თუმცა საბოლოოდ, როგორც ჩანს, პროექტს, საკუთარი სცენარით, ისევ ჯეიმს განი გადაიღებს.
შეგახსენებთ, რომ რეჟისორი პროექტიდან „ტვიტერზე“ დაწერილი ძველი პოსტების გამო გაათავისუფლეს, რომელშიც ის „დისნეის“ ხელმძღვანელობის აზრით, ცუდად ხუმრობდა. ამასთანავე ჯეიმს განის დაბრუნებას ბევრი ადამიანი ითხოვდა.
ცნობისთვის, „მარველის“ ხსენებული ფილმიდან გათავისუფლების შემდეგ ჯეიმს განი კონკურენტი კომიქსების კომპანია DC-ის ფილმ „თვითმკვლელთა რაზმის“ გაგრძელებაზე სამუშაოდ მიიწვიეს.