weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

გამოქვეყნდა „რემბოს“ უკანასკნელი სერიის ტრეილერი

19:14 ხუთშაბათი, 30 მაისი 2019

როგორც ცნობილია, ჰოლივუდის ვეტერანი ვარსკვლავი სილვესტერ სტალონე უკანასკნელად განასახიერებს საკულტო პერსონაჟ ჯონ რემბოს. რიგით მე-5 სერიის პირველი ტრეილერი ფილმის შემქმნელებმა ახლახანს გაავრცელეს.

სტალონემ „რემბოს“ უკანასკნელი სერიის ფინალს „მოულოდნელი“ უწოდა

ახალი ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მთავარ გმირს, რომელიც აზიიდან დაბრუნების შემდეგ, აშშ-მექსიკის საზღვართან მდებარე რანჩოში მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს, ბრძოლა მოუწევს მექსიკურ დაუნდობელ ნარკოკარტელთან, რომელმაც მისი მეგობრის ქალიშვილი გაიტაცა.

სტალონეს ფილმში პარტნიორობას ესპანელი მსახიობი პას ვეგა გაუწევს, რომელიც რეპორტიორსა და გატაცებული გოგონას ნახევარდას ასრულებს, მთავარ უარყოფით გმირს კი სერხიო პერის-მენჩეტა განასახიერებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ: ოსკარ ხაენადა, ახალგაზრდა მსახიობი ივეტ მონრეალი და მექსიკელი ოსკარის ნომინანტი ადრიანა ბარასა.

ფილმის სცენარის ავტორები თავად სილვესტერ სტალონე და მეთიუ სირიულნიკი არიან, რეჟისორი კი - ადრიან გრიუნბერგი (Get the Gringo).

„რემბო: უკანასკნელი სისხლი“ მსოფლიოს კინოეკრანებზე 20 სექტემბერს გამოვა.

 

მსგავსი სტატია:

გამოქვეყნდა „ტერმინატორის“ ახალი სერიის ტრეილერი

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]