სტალონემ „რემბოს“ უკანასკნელი სერიის ფინალს „მოულოდნელი“ უწოდა
ახალი ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მთავარ გმირს, რომელიც აზიიდან დაბრუნების შემდეგ, აშშ-მექსიკის საზღვართან მდებარე რანჩოში მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს, ბრძოლა მოუწევს მექსიკურ დაუნდობელ ნარკოკარტელთან, რომელმაც მისი მეგობრის ქალიშვილი გაიტაცა.
სტალონეს ფილმში პარტნიორობას ესპანელი მსახიობი პას ვეგა გაუწევს, რომელიც რეპორტიორსა და გატაცებული გოგონას ნახევარდას ასრულებს, მთავარ უარყოფით გმირს კი სერხიო პერის-მენჩეტა განასახიერებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ: ოსკარ ხაენადა, ახალგაზრდა მსახიობი ივეტ მონრეალი და მექსიკელი ოსკარის ნომინანტი ადრიანა ბარასა.
ფილმის სცენარის ავტორები თავად სილვესტერ სტალონე და მეთიუ სირიულნიკი არიან, რეჟისორი კი - ადრიან გრიუნბერგი (Get the Gringo).
„რემბო: უკანასკნელი სისხლი“ მსოფლიოს კინოეკრანებზე 20 სექტემბერს გამოვა.
მსგავსი სტატია:
გამოქვეყნდა „ტერმინატორის“ ახალი სერიის ტრეილერი