ვებგვერდ Page Six-ის ცნობით, ახალგაზრდა ვარსკვლავის პროტესტის მიზეზი ბრეტ რეტნერთან დაკავშირებული სექს-სკანდალია. რეტნერის კუთვნილი სტუდია RatPac Entertainment „ქალი-საოცრების“ შექმნაში იყო ჩართული, ამჯერად კი გალ გადოტი სიკველის კონტაქტზე ხელის მოწერას არ ჩქარობს და მოითხოვს, სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული ბრეტ რეტნერი მოკვეთილი იყოს პროექტიდან.
ცნობილია, რომ ჰიუ ჰეფნერზე ბიოგრაფიული ფილმის წარმოება სწორედ ბრეტ რეტნერთან დაკავშირებული სექს-სკანდალის გამო შეჩერდა - რეჟისორი ჟურნალ Playboy-ს დამფუძნებელზე ფილმის გადაღებას აპირებდა.
რაც შეეხება „ქალი-საოცრების“ სიკველს, მისი გამოსვლა 2019 წლისთვისაა დაგეგმილი, გალ გადოტი კი სუპერგმირ ქალი-საოცრების როლში წელსვე გამოჩნდება ფილმში „სამართლიანობის ლიგა“, რომელიც მის პერსონაჟთან ერთად კომპანია DC-ის სხვა გმირებს - სუპერმენს, ბეტმენს, ფლეშს, აკვამენსა და კიბორგს გააერთიანებს.