weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ცნობილია ოქროს გლობუსების ნომინანტები

23:55 ორშაბათი, 11 დეკემბერი 2017

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ოქროს გლობუსების პრესტიჟული დაჯილდოების ნომინანტთა სრული სია გამოაქვეყნა. ყველაზე მეტი რაოდენობის ნომინაცია ვენეციის წლევანდელი კინოფესტივალის გამარჯვებულ ფილმს ხვდა წილად - გილერმო დელ ტოროს სამეცნიერო ფანტასტიკური დრამა „წყლის ფორმა“ (The Shape of Water) 7 კატეგორიაშია წარდგენილი.

ექვს-ექვსი ნომინაცია ერგოთ სტივენ სპილბერგის რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულ უახლეს დრამას - The Post (ცნობა), რომელიც ვიეტნამის ომში შეერთებული შტატების ჩართვის შესახებ ინფორმაციების შემცველი დოკუმენტების გამოქვეყნების შესახებაა და ირლანდიელ სცენარისტ-რეჟისორ მარტინ მაკდონაჰის შავ კომედიას - Three Billboards Outside Ebbing, Missouri.

მოულოდნელი გამოდგა რიდლი სკოტის სკანდალური ფილმის (All the Money in the World) ოქროს გლობუსებზე მოხვედრა - რეალურ კრიმინალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმიდან ამოჭრილი კევინ სპეისის სცენების ნაცვლად შესრულებული როლით ქრისტოფერ პლამერი წარადგინეს, თავად რიდლი სკოტი - საუკეთესო რეჟისურაში, ხოლო მიშელ უილიამსი ქალის მთავარი როლის წოდებისთვის იბრძოლებს.

სიურპრიზად ასევე შეირაცხა სრულიად უცნობი ტაილანდელი მსახიობის ნომინირება ქალის მეორეხარისხოვან როლზე ფილმით - Downsizing, ასევე კრიტიკოსებისგან საკმაოდ დადებითად შეფასებული კომედიის - The Big Sick, საერთოდ უნომინაციოდ დატოვება.

წლევანდელ ოქროს გლობუსების ნომინანტებში ადგილი ვერ მოიძებნა ისეთი მაღალი შეფასებებით გამორჩეული, წარმატებული და გახმაურებული ფილმებისთვის, როგორებიცაა: Detroit, Hostiles, The Beguiled, The Blade Runner 2049, The Killing of a Sacred Deer, mother!, Stronger, Wind River, Wonder Wheel, Wonder Woman, Wonderstruck და სხვა.

მხატვრული ფილმების სეგმენტში ნომინანტთა სრული სია ასე გამოიყურება:

საუკეთესო დრამატული ფილმი:

Call Me by Your Name

Dunkirk

The Post

The Shape of Water

Three Billboards Outside Ebbing, Missouri

საუკეთესო კომედიური/მიუზიკლი ფილმი:

Get Out

I, Tonya

Lady Bird

The Disaster Artist

The Greatest Showman

საუკეთესო რეჟისორი:

რიდლი სკოტი (All the Money in the World)

ქრისტოფერ ნოლანი (Dunkirk)

სტივენ სპილბერგი (The Post)

გილერმო დელ ტორო (The Shape of Water)

მარტინ მაკდონაჰი (Three Billboards Outside Ebbing, Missouri)

საუკეთესო სცენარი:

გრეტა გერვიგი (Lady Bird)

აარონ სორკინი (Molly’s Game)

ლიზ ჰანა & ჯოშ სინგერი (The Post)

გილერმო დელ ტორო & ვანესა ტეილორი (The Shape of Water)

მარტინ მაკდონაჰი (Three Billboards Outside Ebbing, Missouri)

მამაკაცის მთავარი როლი დრამატულ ფილმში:

ტიმოტე შალამე (Call Me by Your Name)

გარი ოლდმენი (Darkest Hour)

დენიელ დეი-ლუისი (Phantom Thread)

ტომ ჰენკსი (The Post)

დენზელ ვაშინგტონი (Roman J. Israel, Esq.)

მამაკაცის მთავარი როლი კომედიურ/მიუზიკლ ფილმში:

ანსელ ელგორტი (Baby Driver)

სტივ კარელი (Battle of the Sexes)

დენიელ კალუუია (Get Out)

ჯეიმს ფრანკო (The Disaster Artist)

ჰიუ ჯეკმანი (The Greatest Showman)

ქალის მთავარი როლი დრამატულ ფილმში:

მიშელ უილიამსი (All the Money in the World)

ჯესიკა ჩესტეინი (Molly’s Game)

მერილ სტრიპი (The Post)

სალი ჰოუკინსი (The Shape of Water)

ფრენსის მაკდორმანდი (Three Billboards Outside Ebbing, Missouri)

ქალის მთავარი როლი კომედიურ/მიუზიკლ ფილმში:

ემა სტოუნი (Battle of the Sexes)

მარგო რობი (I, Tonya)

სირშა რონანი (Lady Bird)

ჰელენ მირენი (The Leisure Seeker)

ჯუდი დენჩი (Victoria & Abdul)

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლი:

ქრისტოფერ პლამერი (All the Money in the World)

არმი ჰამერი (Call Me by Your Name)

ვილემ დეფო (The Florida Project)

რიჩარდ ჯენკინსი (The Shape of Water)

სემ როკველი (Three Billboards Outside Ebbing, Missouri)

ქალის მეორეხარისხოვანი როლი:

ჰონ ჩაუ (Downisizng)

ელისონ ჯენი (I, Tonya)

ლორი მეტკალფი (Lady Bird)

მერი ჯ. ბლაიჯი (Mudbound)

ოქტავია სპენსერი (The Shape of Water)

საუკეთესო მუსიკა:

ჰანს ციმერი (Dunkirk)

ჯონი გრინვუდი (Phantom Thread)

ალექსანდრ დეპლა (The Shape of Water)

ჯონ უილიამსი (The Post)

კარტერ ბარუელი (Three Billboards in Ebbing, Missouri)

საუკეთესო სიმღერა:

"Remember Me" (Coco)

"Home" (Ferdinand)

"Mighty River" (Mudbound)

"This Is Me" (The Greatest Showman)

"The Star" (The Star)

საუკეთესო ანიმაციური ფილმი:

Coco

Ferdinand

Loving Vincent

The Boss Baby

The Breadwinner

საუკეთესო უცხოური ფილმი:

A Fantastic Woman / Una mujer fantástica (ჩილე, სებასტიან ლელიო)

First They Killed My Father (კამბოჯა, ანჯელინა ჯოლი)

In the Fade / Aus dem Nichts (გერმანია, ფათიჰ აქინი)

Loveless / Нелюбовь (რუსეთი, ანდრეი ზვიაგინცევი)

The Square (შვედეთი, რუბენ იოსტლუნდი)

ოქროს გლობუსების რიგით 75-ე დაჯილდოვება 7 იანვარს, ბევერლი ჰილზში, სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართება, მისი წამყვანი კი ცნობილი კომიკოსი, ტელეწამყვანი და პოლიტიკური მიმომხილველი სეთ მაიერსი იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]