weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კევინ სპეისი რასიზმშიც დაადანაშაულეს

12:20 ოთხშაბათი, 17 იანვარი 2018

სექსუალურ შევიწროებებში ბრალდებული ჰოლივუდის ვარსკვლავი კევინ სპეისი პოპულარულ სერიალ „ბანქოს სახლის“ (House of Cards) გადაღებებზე რასიზმშიც დაადანაშაულეს.

სერიალის პირველ სეზონზე მუშაობის პროცესში კევინ სპეისიმ დამამცირებელი და მიმართვისას აკრძალული რასისტული სიტყვა „ნიგერი“ უწოდა დაცვის სამსახურის შავკანიან პერსონალს. ინფორმაცია სააგენტო VIP Protective Services-ის უფროსმა ერლ ბლუმ გაავრცელა.

ხსენებული სააგენტოს სხვა თანამშრომლის, ერიკ ლაილსის თქმით, კევინ სპეისი ასევე ხელს არ ართმევდა დაცვის არცერთ შავკანიან წევრს.

სერიალის პროდიუსერებმა მოგვიანებით სააგენტოსთან კონტრაქტიც გაწყვიტეს.

შეგახსენებთ, რომ კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში ხსენებულ სერიალზე მომუშავე გუნდის წევრებმა და კოლეგებმაც დაადანაშაულეს. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ ტელეარხ „ნეტფლიქსის“ წარმატებული პროექტი „ბანქოს სახლი“ მსახობის სექს-სკანდალის გამო აღარ გაგრძელდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]