weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პირველად ისტორიაში ოსკარზე ტრანსგენდერი რეჟისორი წარადგინეს

11:03 ოთხშაბათი, 24 იანვარი 2018

ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, ოსკარის ისტორიაში პირველად, საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში ტრანსგენდერი რეჟისორი წარადგინეს.

იანს ფორდის დოკუმენტური ნამუშევარი სახელად „ძლიერი კუნძული“ (Strong Island) რეჟისორის ძმის მკვლელობის ისტორიაზეა აგებული. აფრო-ამერიკელი ტრანსგენდერი დოკუმენტალისტისთვის აღნიშნული ფილმი რეჟისურაში სადებიუტოა, აქამდე იგი დოკუმენტური ფილმების პროდიუსერობით იყო ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის კინოაკადემიას კინოს სფეროში მოღვაწე ტრანსგენდერები აქამდე მხოლოდ საუკეთესო სიმღერისა და მუსიკის ნომინაციებში ჰყავდა წარდგენილი.

საინტერესოა ისიც, რომ წლევანდელი ოსკარის ჯილდოზე საუკეთესო უცხოური ფილმის წოდებისთვის ჩილეური ლგბტ-დრამა „ფანტასტიური ქალი“ იბრძოლებს, რომელშიც მთავარ როლს ჩილელი ტრანსგენდერი მსახიობი დანიელა ვეგა ასრულებს. რეჟისორ სებასტიან ლელიოს ფილმმა ბერლინის კინოფესტივალზე შეძლო პრიზის აღება და ოქროს გლობუსზეც მოხვდა საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაზე.

კრიტიკოსებისა და სპეციალისტების შეფასებებით, ახლახანს გამოცხადებულ ნომინაციებში ამერიკის კინოაკადემიამ რასობრივი პოლიტკორექტულობა და გენდერული ბალანსი ზედმიწევნით დაიცვა, მაგალითად: საოსკარე ხუთეულში ერთი ფერადკანიანი და ერთი ქალი რეჟისორი მოხვდნენ, მას შემდეგ, რაც ოქროს გლობუსზე ხსენებულ ნომინაციაში მხოლოდ მამაკაცი რეჟისორები იყვნენ, რამაც კინოწრეებში უდიდესი აღშფოთება გამოიწვია. ოსკარზე საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის კი ისტორიაში პირველად ქალი მთავარი ოპერატორი რეიჩელ მორისონი წარადგინეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]