როგორც ცნობილია, ბენიოფ-ვაისის ფილმები არ იქნება სიუჟეტური გაგრძელებები „ვარსკვლავური ომების“ მიმდინარე ტრილოგიისა, რომელიც 2019 წელს დასრულდება, და არც რაიან ჯონსონის დაანონსებულ ახალი სპინ-ოფ ტრილოგიასთან ექნება შეხება.
ბენიოფი და ვაისი ამჟამად „სატახტოთა თამაში“ უკანასკნელ სეზონზე მუშაობით არიან დაკავებულები. მოგეხენებათ ტელეარხ HBO-ს ფენტეზი სერიალი მე-8 სეზონით დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ცნობილი ასევე იყო ხსენებული დუეტის სხვა ტელეპროექტის შესახებ, რომელიც ამერიკის ალტერნატიულ ისტორიაზე შექმნილი სერიალი უნდა ყოფილიყო.