weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტი გილერმო დელ ტორო იქნება

14:45 სამშაბათი, 13 თებერვალი 2018

ვენეციის რიგით 75-ე საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის პრეზიდენტი მექსიკელი რეჟისორი გილერმო დელ ტორო იქნება, რომელიც პლანეტის უძველეს კინოფესტივალზე წინა წლისგან განსხვავებით, ამჯერად სხვა ამპლუაში დაბრუნდება - ვენეციის უკანასკნელი კინოფესტივალი სწორედ მისი ფილმის ტრიუმფით დასრულდა.

„ვენეციის ფესტივალის ჟიურის პრეზიდენტობა არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა, რომელსაც დიდი პატივისცემითა და მადლიერებით დავთანხმდი. ვენეციის ფესტივალი მსოფლიო კინემატოგრაფიის ფანჯარაა - საშუალება, რათა შეიგრძნო მსოფლიო კინოს ძალა და კულტურული აქტუალურობა“, - ნათქვამია აღიარებული მექსიკელი სცენარისტისა და რეჟისორის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გილერმო დელ ტოროს ფილმს სათაურად „წყლის ფორმა“ (The Shape of Water), რომლითაც რეჟისორმა ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მოიპოვა, მრავალ სხვა ჯილდოს, აღიარებასა და ნომინაციებს შორის ოქროს გლობუსის ორი ჯილდო ერგო და ოსკარების მოახლოებულ დაჯილდოებაზე ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტ ფილმად მოიაზრება.

ვენეციის 2018 წლის ფესტივალი 29 აგვისტოს გაიხსნება და 8 სექტემბრამდე გასტანს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]