weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქრისტოფერ ნოლანმა ბონდიანის გადაღება უარყო, კანდიდატად დენი ბოილი მოიაზრება

12:35 ხუთშაბათი, 22 თებერვალი 2018

ჯეიმს ბონდის შესახებ რიგით 25-ე ფილმს ქრისტოფერ ნოლანი არ გადაიღებს. შესაძლო გადაღებაზე ინფორმაცია თავად ბრიტანელმა რეჟისორმა უარყო. პარალელურად კი რეჟისორის სავარძელის დაკავების კანდიდატად ოსკაროსანი დენი ბოილი სახელდება.

„ამ პროექტში მონაწილეობას არ მივიღებ. ამას კატეგორიულად ვაცხადებ. ყოველ ჯერზე, როდესაც რომელიმე რეჟისორი ბონდიანაზე უარს ამბობს, ყველას ჰგონია, რომ პროექტს მე ვუდგები სათავეში“, – განაცხადა ოსკარის ხუთგზის ნომინანტმა ქრისტოფერ ნოლანმა.

რაც შეეხება დენი ბოილს, ინგლისელი რეჟისორი ამჟამად აგენტ 007-ზე მორიგი ფილმის გადაღების ყველაზე რეალურ კანდიდატად მოიაზრება. ცნობილია ისიც, რომ დენი ბოილი ბონდიანის დიდი თაყვანისმცემელია და მისი სერიის გადაღების სურვილი არაერთხელ გამოუთქვამს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ბონდიანის ახალი სერიის რეჟისორად სამი კანდიდატი სახელდებოდა: დენი ვილნევი, დევიდ მაკკენზი და იან დემანჟი.

შეგახსენებთ, რომ ბონდიანას 25-ე ფილმს მაყურებელი 2019 წლის ნოემბერში იხილავს, მთავარ როლს კი მასში კვლავ დენიელ კრეიგი შეასრულებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]