კოლინ ტრევოროუმ 2015 წელს გამოსული „იურული პერიოდის სამყარო“ გადაიღო, რომელიც საერთო მოსაზრებით, დადებითად შეფასდა და კინოგაქირავებაშიც უდიდესი მოგება ($ 1 671 713 208) ნახა - იგი ამ მომენტისთვის ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმთა სიაში მე-4 ადგილზეა.
ტრევოროუ ახალ სერიაში, რომელიც ივნისში გამოვა, სცენარის თანაავტორი და ერთ-ერთი პროდიუსერია, რეჟისორის სავარძელი კი მის ნაცვლად ესპანელმა ხუან ანტონიო ბაიონამ დაიკავა, თუმცა როგორც უკვე ცნობილია, „ვარსკვლავური ომების“ ეპიზოდიდან გათავისუფლებული კოლინ ტრევოროუ შემქმნელებმა კვლავ დააბრუნეს ფრანშიზაში.
„იურული პერიოდის სამყაროს“ მომდევნო სერია 2021 წელს გამოვა.