weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტარანტინოს ახალ ფილმს სამი ოსკარის მფლობელი ოპერატორი გადაიღებს

14:19 ორშაბათი, 14 მაისი 2018

კვენტინ ტარანტინო თავის რიგით მე-9 ფილმისთვის სამსახიობო გუნდის პარალელურად გადამღებ ჯგუფსაც აყალიბებს. სცენარისტი და რეჟისორი ახალ ნამუშევარში სათაურად „ერთხელ ჰოლივუდში“ (Once Upon a Time in Hollywood), კიდევ ერთხელ ითანამშრომლებს სამი ოსკარის მფლობელ მთავარ ოპერატორთან, რობერტ რიჩარდსონთან.

აღიარებულ ჰოლივუდელ ოპერატორს, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად ითვლება თავის სფეროში, ტარანტინოსთან ერთად უმუშავია ფილმებზე:  Kill Bill, Inglourious Basterds, Django Unchained, The Hateful Eight. რეჟისორის უკანასკნელი სამი ფილმით რობერტ რიჩარდსონს საოსკარე ნომინაციებიც ერგო, სულ კი მთავარ ოპერატორს თავის კარიერაში 9 ნომინაციიდან სამი ოსკარის ჯილდო აქვს ფილმებით: JFK (1991), The Aviator (2004), Hugo (2011).

რაც შეეხება თავად ახალ ფილმს, უკვე ცნობილია, რომ მასში მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო და ბრედ პიტი შეასრულებენ, გასულ კვირას კი კვენტინ ტარანტინომ სხვა როლებისთვისაც შეარჩია მსახიობები.

ორი ოსკარის მფლობელმა სცენარისტმა და რეჟისორმა ასევე ისაუბრა თავისი ახალი სურათის სიუჟეტის დეტალებზე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]